ილჰამ ალიევსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ილჰამ ალიევსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს დაბადების დღე მიულოცა.

„სახელმწიფოს მეთაურმა მიულოცა ირაკლი ღარიბაშვილს დაბადების დღე, უსურვა მას წარმატებები საქმიანობაში და ჯანმრთელობა. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ყურადღებისა და მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანსა და საქართვლოს შორის მეგობრული და ძმური ურთიერთობების წარმატებულ განვითარებას და განაცხადეს, რომ დარწმუნებულები არიან მომავალში კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებაში. საუბრის დროს განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტების საკითხები“, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიფილიპ რიკერი – დავით ზალკალიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი პრეზიდენტ ბაიდენის მოკითხვა გადავეცი
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი პრაიდზე – თუ გრძნობენ, რომ დაპირისპირება მოხდება, მორალური ვალდებულებაა, თავი შეიკავონ