ილჰამ ალიევმა სომხეთს ფაშისტური სახელმწიფო უწოდა, რომელიც რეგიონში უსაფრთხოებას უთხრის ძირს

ილჰამ ალიევმა სომხეთს ფაშისტური სახელმწიფო უწოდა, რომელიც რეგიონში უსაფრთხოებას უთხრის ძირს.
სომხეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებითად „ფაშისტური სახელმწიფოა“, რადგან მას თითქმის 30 წლის განმავლობაში მართავდნენ „ფაშისტური იდეოლოგიის“ მიმდევრები და ქვეყანაც ასეთად ჩამოაყალიბეს. ალიევის თქმით, აზერბაიჯანი ფაშისტური სახელმწიფოს მეზობელია და ეს საფრთხე არსად გამქრალა.
„ამიტომ, ფაშიზმი უნდა განადგურდეს. მას გაანადგურებს ან სომხეთის ხელისუფლება, ან ჩვენ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, – განაცხადა ალიევმა.

banner
წინა სტატიაშიჯასტინ ტრუდო: მცირეოდენი შანსიც კი არ არსებობს, რომ კანადა აშშ-ის ნაწილი გახდეს
შემდეგი სტატიაუკრაინამ რუსეთში, სარატოვის ოლქში, ქალაქ ენგელსში მდებარე ნავთობის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა