აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც ოფიციალურად დამტკიცდა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული შეთანხმება.
დოკუმენტი, რომელსაც ოფიციალური სახელწოდებაა „აზერბაიჯანის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდებისა და საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ შეთანხმება“, მხარეებმა 2026 წლის 18 მაისს, ბაქოში გააფორმეს.
შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, მისი დებულებების შესრულებას უზრუნველყოფს აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრო.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას ოფიციალურად აცნობებს შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო ყველა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ.















