ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მისალოცი წერილი ილჰამ ალიევის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

„ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულწრფელად გილოცავთ თქვენ და ვულოცავ თქვენ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს!

აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობები, ჩვენი ხალხის ნებიდან გამომდინარეობს, რომლებიც ისტორიულად მეგობრულ და კეთილმეზობლურ პირობებში ცხოვრობდნენ. მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, რომელიც ასეთ მტკიცე ნიადაგს ეფუძნება, კმაყოფილებას იწვევს.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ურთიერთნდობას და მხარდაჭერას ეფუძნება, მომავალშიც განვითარდება და გაფართოვდება, ჩვენი ხალხების ინტერესების გათვალისწინებით.

ამ შესანიშნავ დღეს გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას საქმეში, ხოლო მეგობრულ ქართველ ხალხს – კეთიდლღეობას და აყვავებას ვუსურვებ“, – წერს ილჰამ ალიევი.

banner
წინა სტატიაში26 მაისი – ზვიად გამსახურდიას – პრეზიდენტად, ტრიუმფალური გამარჯვებით არჩევის თარიღია!
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, საქართველოს მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია