ილჰამ ალიევმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ყარაბაღის რეგიონის ქალაქ ხანქენდიში მისცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ყარაბაღის რეგიონის ქალაქ ხანქენდიში მისცა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ხანკენდის 122-ე საარჩევნო ოლქის მე-14 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ ქვეყნის პრეზიდენტის მეუღლე, ვიცე-პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა და ოჯახის სხვა წევრები.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველად იმართება. ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დასრულდება.

სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის შვიდი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი შვიდი წლის ვადით ირჩევა.

banner
წინა სტატიაშიემიგრანტებს მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება-“გირჩი მეტი თავისუფლებამ” და “დროამ” საგარეოს მიმართეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტთან კომუნიკაციაში “ნაციონალური მოძრაობისთვის” ფუნდამენტური საკითხი სააკაშვილის შეწყალებაა – ბოკუჩავა