ილჰამ ალიევი – სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს

სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ადგილობრივ და უცხოელ ჟურნალისტებთან ვიდეოფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ვიცე-პრემიერების დონეზე სამუშაო ჯგუფის საქმიანობაზე საუბრისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი მუშაობის შედეგები მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის.

„როგორც თურქეთს, ასევე ირანს და მომავალში სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლიათ შეუერთდნენ ამ პლატფორმას“, – განაცხადა ალიევმა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს ერთობლივ დოკუმენტს ყარაბაღში საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის შესახებ.

11 იანვარს ლიდერები სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერების დონეზე სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც რეგიონში ტრანსპორტისა და ეკონომიკური კავშირების დამყარებას ისახავს მიზნად.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში “ოქროს ბირჟაზე” სავარაუდო თავდამსხმელი სროლის შედეგად გარდაიცვალა
შემდეგი სტატიავახო სანაიას თავს მისი პროფესიული საქმიანობის გამო დაესხნენ – პროკურატურა