ილჰამ ალიევი: სიამაყით ვაცხადებ, რომ ქალაქი შუშა თავისუფალია, ყარაბაღი ჩვენია!

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა გაათავისუფლა.

“დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ქალაქი შუშა გათავისუფლებულია სომხური ოკუპაციისგან. შუშა ჩვენია! ყარაბაღი ჩვენია!” – განაცხადა მან.

პარალელურად კი, სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები თუ როგორ ტოვებს სომხური მოსახლეობა ქალაქ შუშასა და მის შემოგარენში არსებულ დასახლებებს. აღსანიშნავია, რომ ქალაქი შუშა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია და ის არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქ სტეპანაკერტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშიბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი – ბევრად მეტი ავადდება ყოველდღიურად, თავად შოკში ვარ და უკვე მიჭირს ოპტიმიზმის შენარჩუნება
შემდეგი სტატიათბილისის პარალელურად, საპროტესტო აქცია ბათუმშიც დაიწყო