ილჰამ ალიევი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

აზერბაიჯანის მთავრობა ეუთოს ოფისის დახურვას გეგმავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. აზერბაიჯანსა და საქართველოს მეგობრობისა და კარგი მეზობლობის ტრადიციული ურთიერთობა აკავშირებთ. მჯერა, ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ურთიერთნდობისა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად და მომავალ წლებში წარმატებით განვაგრძობთ ყველა სფეროში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას“, – ნათქვამია ალიევის განცხადებაში.

აზერბაიჯანის ლიდერი საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტს ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და მეგობარი ხალხის კეთილდღეობისკენ მიმართულ საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.

banner
წინა სტატიაში“ასეთი უმრავლესობით არჩეულ პრეზიდენტს უნდა მივცეთ არჩევანის უფლება, თავად გადაწყვიტოს, სად იქნება პრეზიდენტის ოფისი” – არჩილ თალაკვაძე
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ქვეყანაში შედგა, სალომე ზურაბიშვილმა თითქმის 20%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა