აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა უნდა მიიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა „ან სხვა საცხოვრებელი ადგილი აირჩიონ“. ამის შესახებ მან პარლამენტში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც მან, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების პირობებზე. ალიევის სიტყვებს Turan ციტირებს.
ალიევს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის საკითხი უნდა გადაწყდეს 1991 წლის ალმა-ატას დეკლარაციის შესაბამისად.
“მას შემდეგ რაც გამოაცხადა მზადყოფნა სამშვიდობო ხელშეკრულებისა და ალმა-ატას დეკლარაციისთვის, სომხეთმა ასევე ოფიციალურად უნდა განაცხადოს, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანია,-ციტირებს გამოცემა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანი არავისთან არ განიხილავს მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ საკითხებს და „ყარაბაღი ჩვენი შიდა საქმეა“.
“იქ მცხოვრებმა სომხებმა უნდა მიიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა ან აირჩიონ სხვა საცხოვრებელი ადგილი. მათ აქვთ სრული თავისუფლება ამ საკითხში,-განაცხადა ილჰამ ალიევმა.