ილჰამ ალიევი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს

აზერბაიჯანის მთავრობა ეუთოს ოფისის დახურვას გეგმავს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი მილოცვაში ხაზს უსვამს ორი ქვეყნის ისტორიულ კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს და საქართველოს პრემიერს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.

„მჯერა, შესანიშნავ ტრადიციებზე დამყარებული ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად კვლავაც განვითარდება და განმტკიცდება. გისურვებთ წარმატებებს საქმიანობაში, მეგობარი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია ილჰამ ალიევის მილოცვაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მიიღო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელთან გამართა
შემდეგი სტატიანიკოლ ფაშინიანმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცება მიულოცა