ილჰამ ალიევი : გათავისუფლებულ მიწებზე ქალაქებს გავაშენებთ და სამოთხედ გადავაქცევთ

აზერბაიჯანის მთავრობა ეუთოს ოფისის დახურვას გეგმავს

ჩვენ გავაშენებთ ქალაქებს გათავისუფლებული მიწებზე და ამ ადგილებს სამოთხედ გადავაქცევთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დაწერა.

“ეს მიწები გაცოცხლდება, იქ ცხოვრება და ბავშვების სიცილი დაბრუნდება. აზერბაიჯანის მოქალაქეები ღირსეულად იცხოვრებენ ამ მიწებზე”,- დაწერა ალიევმა.

მისივე ინფორმაციით, დაიბომბა ქალაქი განჯა, რაც სომხეთის ფაშისტური პოლიტიკის გამოვლინებაა.

“დაბომბეს ქალაქი განჯა – საზარელი დანაშაული ჩაიდინეს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. ეს არის ფაშისტური პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელსაც სომხეთის ხელმძღვანელობა ატარებს”,- წერს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს, რომელსაც მხარეებმა მოსკოვში მიაღწიეს და 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან არის ძალაში.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი : მე მინდა, საქართველო იყოს პუსტა-პუსტა ქვეყანა კი არა, ერთ-ერთი წამყვანი და სამაგალითო მსოფლიოში და ლიდერი რეგიონში
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია : დაახლოებით 40 ვაქცინა გვაქვს, რომლებიც ტესტირების სხვადასხვა ეტაპზეა