აზერბაიჯანი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მუშაობის შეწყვეტა შესთავაზა, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ალიევის განცხადებით, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის საქმიანობის შეწყვეტის დრო დიდი ხანია დადგა.
„პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ხანია დროა, ოფიციალურად შეწყდეს ეუთო-ს უფუნქციო მინსკის ჯგუფის და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტების საქმიანობა, რათა ოფიციალურად დაიხუროს კონფლიქტის თავი, რომელიც წარსულის ნაშთად იქცა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.