ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანული საზოგადოება დონალდ ტრამპის გზავნილების აბსოლუტურ უმრავლესობას იზიარებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანული საზოგადოება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გზავნილების აბსოლუტურ უმრავლესობას იზიარებს.

ამასთან, ალიევის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი აზერბაიჯანულ-ამერიკული მხარე დაინტერესებული იქნება ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანა შესაძლებელი იქნება.

„თუ ორივე მხარე დაინტერესებული იქნება, ჩვენ შეგვიძლია ავიყვანოთ აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობები სტრატეგიულ დონეზე. ტრამპი ძალიან მკაფიო, პირდაპირ გზავნილებს აგზავნის თავისი განცხადებებით და მათ აბსოლუტურ უმრავლესობას აზერბაიჯანული საზოგადოება იზიარებს. ამიტომ იმედები დიდია. ეს მოიცავს აშშ-აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას“, – აღნიშნა ალიევმა ადგილობრივ მედიასაშუალებებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონი – „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაზე უკრაინის თავდაცვის გეგმა 2027 წლამდე განისაზღვრება
შემდეგი სტატიაქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადება: იმედი გვაქვს, 2030 წლამდე ევროკავშირი სრულად დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და „დიფ სთეითის“ პრობლემას, რაც შექმნის სათანადო პირობებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად