ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის სამუშაოები დაწყებულია, პრეზენტაცია სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, გასული წლის დეკემბერში საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შავი ზღვის სტრატეგიული წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის შესახებ წარმატებით ხორციელდება.

ალიევის თქმით, შესწავლითი სამუშოები უკვე დაწყებულია და პრეზენტაცია სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება.

„გასულ დეკემბერში ხელი მოეწერა შეთანხმებას აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის, რომელსაც ზედამხედველობას უწევდა ევროკომისიაც, რათა აშენდეს ინტეგრირებული მწვანე ენერგეტიკული ხაზი, აზერბაჯანიდან ევროპაში შავი ზღვის ქვეშ. შესწავლითი სამუშოები უკვე დაწყებულია და ველოდებით, რომ პრეზენტაცია სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება“, – აღნიშნა ალიევმა აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში გამართულ გლობალურ მედიაფორუმზე გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშირეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლოა, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა აღდგეს
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი – არჩევნები არის შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის, მივიდნენ და მისცენ ხმა, იმედი მაქვს, მომავალი წლის ოქტომბერში ამომრჩევლები მივლენ არჩევნებზე