5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

ილაუნის პროფესორები და რექტორი განათლების სამინისტროსგან განმარტებებს ითხოვენ

“შეაჩერეთ განათლების რეფორმა“ – ამ მოთხოვნით დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კიდევ ერთი საგანგებო განცხადება გაკეთდა.

რექტორის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები უნივერსიტეტების ჩართულობით და აკადემიური საზოგადოების მონაწილეობით მიიღებოდეს.

“გუშინ იყო ერთი ასეთი შეხვედრა განათლებისა და მეციერების მინისტრთან, სამწუხაროდ, ნულოვანი შედეგით დასრულდა ის, იმიტომ, რომ არცერთი ჩენი არგუმენტი არ გაითვალისწინეს და ჩვენ, ასევე, გაგზავნილი გვაქვს წერილი პრემიერ-მინისტრთან, იმიტომ, რომ ვალდებულია, 17 500 სტუდენტი და 3 ათასზე მეტი თანამშრომელი დგას ამ ინსტიტუციის უკან და კიდევ ვიმეორებ, ამ ქვეყნისთვის უაღრესად საჭირო საკითხებზე მუშაობს. აუცილებლად უნდა მოგვისმინონ და ჩვენთან ერთად, უნივერსიტეტების მონაწილეობით, კი, ბატონო, ერთად მოვიფიქროთ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რა არის საჭირო ამ ქვეყნისთვის და არა ისე, რომ შეიკრიბნონ თვითონ ოთახში და თვითონ განსაზღვრონ ძალოვანმა მინისტრებმა რა სჭირება განათლებას, – ამობს ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე.

უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც ილიას სახელმწიფო უნივერსოტეტის პროფესორ-მასწავლებლები იმართავენ “ქართულ ოცნებას” და განათლების სამინისტროს, რომ მათ კითხვებზე პასუხები გასცენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ირანის ელჩი: ირანი არ არის ისეთი ქვეყანა, რომ დააჩოქო, ტრამპი აღმოჩნდა დაუსრულებელ ომში
შემდეგი სტატიაზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება