5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

ილაუნის კანცლერი: დაგვიმტკიცეს პროგრამები, რომელიც არსებულ რეალობაში არ გვაქვს

“2025 წელს ილიას უნივერსიტეტმა მიიღო 5 ათასამდე ახალი სტუდენტი, მათ შორის ქართული ენის მომზადების მიმართულებით. არსებული გადაწყვეტილებით კი, ჩვენ დაგვიმტკიცდა მხოლოდ 360 ადგილი,” – აღნიშნული განცხადება  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა, ქეთევან დარახველიძემ მედიასთან გააკეთა.

„2025-2026 წლისთვის უნივერსიტეტები თავად იღებდნენ გადაწყვეტილებას თავისი ავტონომიურობის ფარგლებში, განესაზღვრათ კვოტები, მიღებები და მიმართულებები, რა მიმართულებითაც ისინი მიიღებდნენ სტუდენტებს. 2025 წელს ილიას უნივერსიტეტმა მიიღო 5 ათასამდე ახალი სტუდენტი, მათ შორის ქართული ენის მომზადების მიმართულებით. არსებული გადაწყვეტილებით კი, ჩვენ დაგვიმტკიცდა მხოლოდ 360 ადგილი. 360 ადგილი გამოსაცხადებელ ადგილებთან მიმართებით არის დაახლოებით 7%. მიმართულებებისა და ფაკულტეტების დაყოფა ძალიან რთული თემაა, თუმცა, რაოდენობებს რომ შევხედოთ, 120 პროგრამა გვაქვს სამივე საფეხურზე და კვოტები 360 ადგილი განისაზღვრა მხოლოდ 28 პროგრამის მიმართულებით. კონკრეტულ პროგრამებზე არის ძალიან მიზერული რაოდენობა, 5 სტუდენტი პროგრამაზე, რაც ჩვენთვის სრულიად წარმოუდგენელი ციფრია. ეს არანაირად არც ჯდება არც ფინანსური, არც ადმინისტრაციული, არც აკადემიური და კვლევის თვალსაზრისით რაიმე გონივრულ გადაწყვეტილებაში. 5-5 ადგილია გამოყოფილი სამაგისტრო საფეხურზე და ნაწილდება 28 პროგრამაზე. იმ პროგრამებზე, რომელიც ამ ეტაპზე ილიას უნივერსიტეტში იმ ფორმით არ გაგვაჩნია. ჩვენ დაგვიმტკიცეს პროგრამები, რომელიც არსებულ რეალობაში არ გვაქვს“, -განაცხადა დარახველიძემ.

რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, ქეთევან დარახველიძის თქმით, მათთვის დაფინანსების წესები და პირობები ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც მან აღნიშნა, მთავარი მოთხოვნა არის მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და დაიწყოს შეხვედრები აკადემიურ საზოგადოებასთან. ამასთან, მან სამართლებრივი დავის დაწყებაც არ გამორიცხა.

banner
წინა სტატიაშიკონკრეტულმა ბრალდებულებმა მოგვმართეს საპროცესოზე – პროკურორი 4 ოქტომბრის საქმის შესახებ
შემდეგი სტატია„ნაცების ბუდე“ უხეში გამოთქმაა, რაც არასწორია, თუმცა”- გია ვოლსკი