ილანის ბარში აფეთქებისას ათი ადამიანი დაშავდა

2მილანის ერთ-ერთ ბარში აფეთქება მოხდა -ამის შესახებ ინფორმაციას Rainews-ი ავრცელებს . შედეგად ათი ადამიანი დაშავდა.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 01:30 საათზე დაფიქსირდა. სააგენტო “ანსა”-ს ინფორმაციით, შემთხვევის დროს ბარი დაკეტილი იყო. დაშავებულები იმავე შენობაში მცხოვრებნი არიან. აფეთქების შემდეგ გაჩნდა ხანზარი. შენობიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა – ამ დროისთვის ყველა მათგანი დაბრუნებულია სახლში.
ჯერჯერობით დაუდგენელია მომხდარის მიზეზები. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ აფეთქება მოწყობილი იყო.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას 2017 წლის მარტიდან დაიწყებს
შემდეგი სტატიათურქეთში გიულენის ძმა დააკავეს