იკითხება ის კონტექსტიც, რომ დღეს წინასაარჩევნო გარემოში, მორიგი დაძაბულობა შექმნან და პროვოკაცია განახორციელონ – ციხელაშვილი ატოცში მიმდინარე მცოცავ ოკუპაციაზე საუბრობს

სოფელ ატოცთან მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება. ციხელაშვილი აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს წინასაარჩევნო პროცესში ვითარება კიდევ უფრო დაძაბოს და მოსახლეობაზე ზეწოლა განახორციელოს.

“ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, თუ რამდენად უმნიშვნელო არის საოკუპაციო რეჟიმისთვის ადამიანი, ადამიანის ინტერესები, მათი უფლებები, რამდენად არ აქვს მისთვის მნიშვნელობა ეს იქნება ქართველი, აფხაზი თუ ოსი, მას აქვს ერთი სამხედრო და როგორც თავად ფიქრობენ სტრატეგიული და პოლიტიკური ინტერესი და აქ იკითხება ის კონტექსტიც, რომ დღეს წინასაარჩევნო გარემოში, მორიგი დაძაბულობა შექმნან და ეს მორიგი პროვოკაცია განახორციელონ სწორედ იმისათვის, რომ მორიგი ზეწოლა მოახდინონ მოსახლეობაზე,”-აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

banner
წინა სტატიაში„კურსზე სტრესებს, გამოწვევებს შინაურს და საგარეოს პატარა საქართველომ დიდი ხანია, რაც გაუძლო” – ვოლსკი ლარის კურსზე საუბრობს
შემდეგი სტატია7 ნოემბერი არის წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა და გაკვეთილი ყველა შემდგომი ხელისუფლებისათვის – გრიგოლ ვაშაძე