იხურება ყველა სავაჭრო ობიექტი, სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელის, ბენზინგასამართი სადგურების, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებების გარდა

საქართველოს მასშტაბით, იხურება ყველა სავაჭრო ობიექტი, სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელის, ბენზინგასამართი სადგურების, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებების გარდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომაროების გამოცხადების საკითხი განიხილეს. მისი თქმით, დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, თუკი ამის საჭიროება დადგება, შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

„იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ განვიხილეთ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა ქვეყნის მასშტაბით. დღეის მდგოამრეობით, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში გადაწყვეტილების მიღებას, შემდგომ აღარულებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ, როგორცკი ასეთია აუცილებლობა დადგება და როგრც კი ჩვენი მედიკოსები, ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვისურის გავრცელების შემდგომი შეჩერების მიზნით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვტილებას მივიღებთ,- განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი: „ჰიდროქსილქლოროკინმა“ კორონავირუსის წინააღმდეგ შესანიშნავი შედეგები აჩვენა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ქვეყანა დღეს მზად არის, ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს