იყო თუ არა თვითიზოლაციაში ზუგდიდელი ადვოკატი

ზუგდიდელი ადვოკატი ბ. ყ., რომელიც სოციალური ქსელით და მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იმყოფებოდა თვითიზოლაციაში,”თაიმერთან” საუბარში აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია არის ჭორი და სიმართლეს არ შეესაბამება.
“არ ვყოფილვარ და არც ახლა ვიმყოფები თვითიზოლაციაში… მომიგონეს, ამიგორეს ჭორი. ეს დასჭირდათ ბოროტ ადამიანებს. რა მე თავი არ მიყვარს? მყავს ოჯახი და პირველ რიგში ჩემი ოჯახის წევრებს ვუფრთხილდები”,- გვითხრა მან.
ზუგდიდელი ადვოკატის თქმით, იგი დისტანციურად ერთვება ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პროცესებზე. “ვცხოვრობ ისე, როგორც თქვენ. ვასრულებ მთავრობის რეკომენდაციებს. მე კანონმორჩილი ადამიანი გახლავართ”,-ამბობს იგი.

მან ასევე უარყო ინფორმაცია, რომ იგი იმყოფებოდა 16 მარტს სტამბოლში გამართულ იეჰოვას მსოფლიო კონგრესზე.
“რა თქმა უნდა, ვიცნობ სოფელ ზედა ეწერის მკვიდრ მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა მასთან შეხება არ მქონია და ამას კატეგორიულად ვაცხადებ. მე მას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”,- გვითხრა ზუგდიდელმა ადვოკატმა.
ჟურნალისტებს ადვოკატის მეზობლებმა მიმართეს, რათა გაერკვიათ არღვევდა თუ არა მათი მეზობელი თვითიზოლაციის წესებს.

“თაიმერის” ექსკლუზივი

banner
წინა სტატიაშიCovid-19-ის სიმპტომებით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტია შეყვანილი
შემდეგი სტატიანანა ბელქანია: მადლობა საქართველოს ასეთი დახვედრისათვის