იყო თუ არა სრულყოფილად დაცული უსაფრთხოების ზომები – მინდელის შახტში ექსპერეტები მუშაობას დღეს დაიწყებენ

ღეს დილიდან ტყიბულის შახტში ექსპერტებს ელოდებიან. იყო თუ არა სრულყოფილად დაცული უსაფრთხოების ზომები მიწის ქვეშ, სადაც ადამიანები სიცოცხლისთვის ძალიან სარისკო სამუშაოებს ასრულებენ, ამის გარკვევაში გერმანელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

„ექსპერტთა ჯგუფი ვერ ახერხებდა ჩასვლას დღეს დილიდან განაახლებს შრომის ინსპექცია მუშაობას, სადაც მოხდება კონკრეტული ლოკაციის დათვალიერება, რაც მეტი ინფორმაციის ფლობის საშუალებას მოგვცემს,“- ამბობს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე.

მეშახტეები კი ითხოვენ, რომ ყველა დაპირება წერილობით გაფორმდეს. ისინი ეჭვობენ, რომ შესაძლოა შახტების დახურვის შემდეგ დაპირებული ანაზღაურება აღარ მისცენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიამწვანე ქალაქმა ლისზე რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალს უმასპინძლა