იყო თუ არა პატრიარქის სიცოცხლე საფრთხეში არ ვიცი, მაგრამ არც იმის გარანტია მქონდა რომ არ იყო-ანზორ ჩუბინიძე

პროკურატურის მიერ გავრცელებლ განცხადებას, რომ პატრიარქის ლიკვიდაციის მცდელობას არ ჰქონია ადგილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც ეხმაურება.

ჩუბინიძე ამბობს,რომ გერმანიაში პრევენციის მიზნით ჩავიდა, რომ დაეცვა პატრიარქის უსაფრთხოება, ის ფაქტი, რომ საზღვრის გადაკვეთას პირი ციანიდით აპირებდა და ეს პირი გერმანიაში მიემგზავრებოდა იყო სიგნალი და საშიშროება.

,,ფაქტი რომ ადამიანი დაკავებული არის არაკანონიერი მომწავლავი საშუალებით, რომელიც ამბობდა რომ აპირებდა გამომგზავრებას გერმანიაში აჩენს საშიშროებას. ამიტომ ჩვენ ჩავატარეთ პრევენციული ღონისძიებები.

მოდით, დაველოდოთ პროკურატურას. იყო თუ არა პატრიარქის სიცოცხლე საფრთხეში არ ვიცი, მაგრამ არც იმის გარანტია მქონდა რომ არ იყო,“- აცხადებს ჩუბინიძე.

banner
წინა სტატიაშიქიბარ ხალვაშის ადვოკატი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ივაჭრეს პატრიარქით… მოლოდინი ქონდათ, რომ ილია მეორე ოპერაციას ვერ გადაიტანდა”- გვარამია