იყო სერიოზული ბულინგი, იყო სერიოზული შეურაცხყოფა-ვოლსკი

„რამ განაპირობა ამ პოზიციის ჩამოყალიბება და რატომ იმრავლა ამ პოზიციამ, რომელიც სადღაც 10-15 კაცს მოიცავდა, აქვს თავისი ახსნა. პირველი არის, რომ ძალიან ბევრს მიაჩნია და მყარად იყო ეს ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ შერეული სისტემა მსოფლიოსთვის არის უკეთესი და განვითარებულ დემოკრატიებში საკმაოდ სერიოზული პრობლემები შექმნა პროპორციულმა სისტემამ და ეს პოზიცია მათ არ შეუცვლიათ.

ბევრი მათგანი დაგვეთანხმა, რაღაც ეტაპზე, მაგრამ ეს დამოკიდებულება უფრო გაძლიერდა მას მერე, რაც საკმაოდ უარყოფითი პროცესები წავიდა სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენ გარშემო, მათ შორის, განვითარებულ დემოკრატიებში. გარდა ამისა, არის ხალხი, რომელსაც მიაჩნია, რომ შერეული სისტემა ეს არის მეტი პასუხისმგებლობა, მეტი სტაბილურობა და თუ ვინმეს გამარჯვება შეუძლია, რატომაც არა გაიმარჯვოს. და ვისი პარტიაც გაიმარჯვებს, შესაბამისად, მეტ მაჟორიტარს მიიღებს და შესაბამისად, არ ჩააგდებს ქვეყანას კრიზისულ მდგომარეობაში ისე, რომ მთავრობა ვერ შეიქმნას.

გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თუკი ვერავინ ვერ მოიპოვა 50%-ზე მეტი, აი ამ ვითარებაში რაც არის, ძალიან რთული იქნება კოალიციური მთავრობის შექმნა. ბოლო განვითარებულმა მოვლენებმა საკმაოდ სერიოზული არგუმენტები შეუქმნა ამ ადამიანებს, ვისი პოზიციაც ახლა მე ჩამოგითვალეთ.

იყო სერიოზული ბულინგი, იყო სერიოზული შეურაცხყოფა, განსაკუთრებით წინა დღეებში კენჭისყრის ჩატარებამდე. ზოგს ისეთი შთაბეჭდილებაც კი დარჩა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ნაკლებად „ახალმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სპეციალურად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა თავდახრილებს, შეურაცხყოფილებს დაეჭირათ მხარი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში ის მიზეზები განმარტა, თუ რამ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიეს არის ივანიშვილის თამაშები და ხრიკები და სახეში სილა გაგვაწნეს-გიორგი ვაშაძე
შემდეგი სტატია“ზუსტად ვიცი, ივანიშვილი დასრულდება”-ნიკა მელია