იყო რისკი, რომ აეროპორტში ადგილი პროვოკაციებს ექნებოდა – ადვოკატი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მესამე პრეზიდენტმა სამშობლოში დაბრუნება ფარულად არჩია. ადვოკატის თქმით, თუკი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თვითმფრინავით ჩამოფრინდებოდა, შესაძლოა, ადგილი “ოცნების” მიერ დაანონსებულ კონტრაქციებს და სავალალო შედეგებს ჰქონოდა.

ყველას კარგად გვახსოვს, რომ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ დააანონსა ქვეყანაში დაბრუნება და გაასაჯაროვა თვითმფრინავის ბილეთი, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა დაიწყეს საუბარი აეროპორტში კონტრაქციების მოწყობაზე და შესაბამისად, გაჩნდა რისკები იმისა, რომ ყოფილიყო პროვოკაციები მოწყობილი, რასაც შესაძლოა, ცუდი შედეგები მოჰყოლოდა. სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნებულიყო იმ ფორმით, რომ თავიდან აცილებულიყო ყველანაირი რისკი ადამიანების დაზიანების, – თქვა საძაგლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიცომაია განმარტავს, როგორ მოხდა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში გადმოყვანა
შემდეგი სტატიავოლსკი: მიხეილ სააკაშვილი ხიბლშია ჩავარდნილი, დააჯერეს, რომ გამოიხსნიან საკნიდან მას მერე, რაც ხალხი შეიკრიბება აღშფოთებული