იყო ფულის გამოძალვის, ნეპოტიზმის, დედოვშინის ფაქტები… როგორ ახერხებთ აიცილოთ პასუხისმგებლობა? – კანდელაკი იზორიას

როგორ ახერხებთ, რომ არაფერზე არ აიღეთ პასუხისმგებლობა – ეს შეკითხვა გიორგი კანდელაკმა პარლამენტში მისულ თავდაცვის მინისტრს დაუსვა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი დაინტერესდა, მაშინ როდესაც თავდაცვის უწყებაში არის უამრავი დარღვევა, მათ შორის ფულის გამოძალვის და ნეპოტიზმის ფაქტები, როგორ ახერხებს ლევან იზორია, რომ პასუხისმგებლობას თავს არიდებს.

„იყო საუბარი ფულის გამოძალვის შემთხვევებზე, იყო საუბარი ნეპოტიზმის შემთხვევებზე, იყო საუბარი დედოვშინის შემთხვევებზე, როდესაც სცემენ სამხედრო მოსამსახურეებს. თქვენ გახსოვთ მყვინთავები როდესაც დაიღუპნენ წვრთნებისას და რეალურად ჩვენ არ ვიცით ამ გამოძიების შედეგები. მინდა გკითხოთ როგორ ახერხებთ, რომ ამდენი რამე მოხდა თქვენი მინისტრობის პერიოდში, ამდენი სამარცხვინო ფაქტი და როგორ ახერხებთ რომ არაფერზე არ აიღეთ პასუხისმგებლობა,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილმა მეუფე პეტრეს ნაციონალებთან სიტუაციის დალაგება სთხოვა?
შემდეგი სტატია„როგორ მოახერხეთ, რომ შევარდნაძისა და საბჭოთა ჯარის ტრადიციები დააბრუნეთ ქართულ არმიაში” – ნადირაშვილი იზორიას მიმართავს