იყო მოვდივართ, მოვდივართ, მოვდივართ, დაიწყო კარებებმა ბრახუნი…- მიხეილ სააკაშვილმა არაადამიანური მოპყრობის ახალ დეტალებზე ისაუბრა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ე.წ. პიჯაკების საქმის სასამართლოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გლდანის ციხეში, მის მიმართ, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ახალი დეტალების შესახებ ისაუბრა:

“როდესაც გონება დავკარგე და მეორე დილას ძაან ცუდად ვიყავი, თვლიდნენ ექიმები, როგორც ამას წინათ ერთ ერთმა მითხრა, რომ 2-3 დღე მქონდა დარჩენილი სიცოცხლის, დილის 7 საათზე მომიწყვეს შუმოკი თან როგორი? წინა შუმოკები იყო უბრალოდ დედის გინება, ხმაური , ახლა იყო მოვდივართ, მოვდივართ, მოვდივართ, დაიწყო კარებებმა ბრახუნი, ბადრაგი არსად არ იყო და არც ერთი სამედიცინო პერსონალი არსად არ იყო და იყო სრული შთაბეჭდილება თითქმის ერთი საათის განმავლობაში, რომ ანგრევენ კარებს და შემოდიან და ეს იყო ხელოვნურად დადგმული, დაორგანიზებული​, ნაწილი იმ წამებისა რომელიც იქ ხდებოდა.” განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და სინანულს, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ
შემდეგი სტატიავინც ჩემს ბოდიშს არასაკმარისად თვლით, მზად ვარ, მოვისმინო ყველა თქვენი პრეტენზია – მიხეილ სააკაშვილი