იყო ძლიერი გაზის სუნი, დავრეკე 114 -ში, არავინ მოსულა – დიღომში მომხდარი აფეთქების დეტალებს ადგილობრივები ყვებიან

დიღმის მასივში კორპუსში მომხდარ აფეთქებამდე ადგილობრივებმა ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნეს. ამის შესახებ შემთხვევის ადგილზე მცხოვრები მოსახლეობა ყვება. ისინი ამბობენ, რომ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს, თუმცა შეტყობინების მიუხედავად რეაგირება არავინ მოახდინა.

„სანამ ეს ამბავი მოხდებოდა ერთი საათით ადრე რომ გამოვედი სადარბაზოში იყო ძლიერი გაზის სუნი. დავრეკე 114 -ში ცხელ ხაზზე არიქა, მოგვხედეთთქო. რეაგირება არანაირი არ ყოფილა არავინ არ მოსულა. ერთ საათში გავიგეთ საშინელი ხმა,“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება დიღმის მასივში ცოტა ხნის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით შემთხვევა ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დაშავებულია 4 ადამიანი, მათგან ერთი 7 თვის ბავშვია. ისინი სხვადასხვა კლინიკებში არიან მოთავსებული.

ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს. კორპუსი მთლიანად ევაკუირებულია.

banner
წინა სტატიაშიდიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი 35% დამწვრობით შოკურ მდგომარეობაშია
შემდეგი სტატიადიღმის მასივში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა