იყო ძალიან მკვეთრი განმარტება, რომ საქართველოს აქვს შესასრულებელი ვალდებულებები – დეკანოიძე ბორელთან შეხვედრაზე

პარლამენტში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, სადაც ჟოზეფ ბორელი პოლიტიკური ჯგუფის წევრებს შეხვდა, შეფასებები გაკეთდა ოპოზიციაში.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა რამდენიმე საკითხს, მათ შორის იმას, რომ საქართველოს შესასრულებელი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტები” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, შეხვედრაზე ბორელმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს შესასრულებელი ვალდებულებები და ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს.

“ბატონმა ბორელმა თქვა შემდეგი საკითხები: საქართველოს და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს სრულ თანხვედრაში; ის, რომ მეორე ფრონტის გახსნა უნდა ვინმეს საქართველოში და ევროკავშირს ამაში წვლილი შეაქვს, ეს არის სუფთა რუსული პროპაგანდა. მან ძალიან დაუფარავად უპასუხა სწორედ ამაზე ხელისუფლების უმრავლესობის წარმომადგენელებს. ის, რომ საქართველოს შესასრულებელი აქვს კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, ესე ხისტად იყო გაზგასმული. ხელისუფლების მხრიდან იყო მეტ-ნაკლებად ხისტი პოზიცია. შეხვედრის დეტალებს ვერ ვიტყვი, მაგრამ ხელისუფლების პოზიციაზე, რომ საქართველოს ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი და შარშან რატომ არ იყო მიცემული – ეს არის საყვედური, რომელსაც ეუბნებიან ხოლმე ევროკავშირს უმრავლესობის წარმომადგენლები, ამაზე იყო ძალიან მკვეთრი განმარტება, რომ საქართველოს აქვს შესასრულებელი ვალდებულებები და ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს,” – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშითბილისში ორი პირი დაჭრეს – გარდაიცვალა ერთი ადამიანი
შემდეგი სტატიასტიქიის შედეგად გარ­დაც­ვლი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი თორ­ნი­კე ჩხარ­ტიშ­ვი­ლია