“იყო არაერთი გაფრთხილება და ამის მიუხედავად, სააკაშვილმა ჩაიდინა ის დანაშაული, რომელსაც მოჰყვა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია” – კობახიძე 2008 წლის ომზე

როდესაც შენ გაქვს მოღალატეობრივი ჩანაფიქრი ან ხარ ავანტიურისტი, ბუნებრივია არც მეგობრის გაფრთხილებას იღებ ყურად და არც მტრისას – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრისას.

კობახიძე ამბობს, რომ მაშინდელი ხელისუფლების ლიდერს დასავლელი და ამერიკელი პარტნიორები აფრთხილებდნენ რუსეთიდან მომდინარე საფრთხის შესახებ, თუმცა მიხელ სააკაშვილმა ეს არ გაითვალისწინა.

კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს და სწორედ ეს იწვევს ისტერიულ ფონსა და მისადმი ბრალდებებს.

„ვიცით რას ეხება საქმე, საქმე ეხება დასმულ კითხვებს, თუ როგორი იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების როლი და შეეძლოთ თუ არა მათ პრევენცია იმისა, რაც ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა.

გახსოვთ კონდოლიზა რაისის ცნობილი განცხადებები, მაილსის ცნობილი განცხადებები, სადაც ამბობდნენ, რომ მათ არაერთხელ გააფრთხილეს სააკაშვილი, რომ მის ასეთ ქმედებას აუცილებლად მოჰყვებოდა მძიმე შედეგი. ამის მიუხედავად სააკაშვილმა სხვანაირად იმოქმედა. როდესაც შენ გაქვს მოღალატეობრივი ჩანაფიქრი ან ხარ ავანტიურისტი, ბუნებრივია, არც მეგობრის გაფრთხილებას იღებ ყურად და არც მტრისას.

ეს იყო ის, რაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. ეს კითხვა დაისვა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან 2008 წელს და ამ კითხვას, ღია და მკაფიო პასუხი გასცეს ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა.

იყო არაერთი გაფრთხილება და ამის მიუხედავად, სააკაშვილმა ჩაიდინა ის დანაშაული, რომელსაც მოჰყვა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია” – აცხადებს კობახიძე.

კობახიძის თქმით, 2008 წლის ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ საქართველო რუსეთისგან სწორედ დასავლური ინტეგრაციის სურვილის გამო დაისაჯა.

კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის ომის შემდეგ სპეციალურად წავიდა საფრანგეთში, რათა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები დაეცვა.

banner
წინა სტატიაშიიმ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, სადაც მოქალაქეებს იტაცებენ, უფრო მეტი საქმე უნდა ქონდეს – ბენიძე კობახიძეს პასუხობს
შემდეგი სტატიადაპირისპირება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსი… – წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში