„ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში, სადაც მკურნალობენ სასტუმრო კავკასიის მეოთხე სართულზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებს, იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები -ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილი. მათ დაღუპულ ჭირისუფალს მიუსამძიმრეს და დაზარალებულ ოჯახებს დახმარება აღუთქვეს. ექიმების თქმით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რამდენიმე საათის წინ ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ისინი ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილი. დაღუპულია 82 წლის კაცი. აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის აფეთქებაა.