მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია განხორციელდება საქართველოში, პოლონეთში ან ნიდერლანდებში

ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა.უკრაინის ხელისუფლებას შეუძლია საქართველოს ექს-პრეზიდენტის, პარტია “Рух нових сил”-ის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია განახორციელოს საქართველოში, პოლონეთში ან ნიდერლანდებში. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა “РБК-Украина”-ს რამდენიმე წყარომ მიაწოდა.
“არის სამი ვარიანტი: საქართველო, პოლონეთი და ნიდერლანდები”, – განუცხადა გამოცემას დამოუკიდებელმა წყარომ სააკაშვილის გარემოცვიდან. ხელისუფლება განიხილავს ნიდერლანდებს იქიდან გამომდინარე, რომ მისი მეუღლე ამ ქვეყნის მოქალაქეა, პოლონეთს – იმის გამო, რომ სწორედ ამ ქვეყნიდან შემოვიდა იგი უკრაინაში, საქართველოს კი იმ მოტივით, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
წყარო უკრაინის პარლამენტიდან აცხადებს, რომ ყველაზე დიდი ალბათობით სააკაშვილის დეპორტაცია ნიდერლანდებში განხორციელდება.
“სააკაშვილს ჰოლანდიაში გააძევებენ. საქართველოში – არ შეიძლება. პოლონეთი, საიდანაც იგი ბოლოს შემოვიდა, წინააღმდეგია. ამიტომ გადაწყდა, რომ მისი დეპორტაცია განხორციელდეს ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ მისი ნათესავები”,- აღნიშნა წყარომ.
დღეს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიგრაციის სამსახურმა გაუხანგრძლივა მას უკრაინაში ყოფნის ვადა სამი თვით.

banner
წინა სტატიაშიპუტინი მაღალ ქუსლებზე (ვიდეო)
შემდეგი სტატიაანკარის პროკურატურამ ერდოღანზე საქმე აღძრა