იყავით წყნარად, ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ რაიმე არაკეთილსინდისიერად გააკეთოს

მინდა დაგარწმუნოთ და იყავით წყნარად, ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ვინმემ რაიმე არაკეთილსინდისიერად გააკეთოს, -ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახი კალაძე რუსულ კომპანია “ნიკარემსტროის” ესტაკადის მშენებლობის ტენდერებიდან დისკვალიფიკაციის საკითხს.

მისი თქმით, კომპანიის წარმომავლობას არანაირი კავშირი არ აქვს მის დისკვალიფიკაციასთან.

„ჩვენთვის მთავარია, რომ რაც კანონით არის მოთხოვნილი, კომპანიას ჰქონდეს გათვალისწინებული. თუ ვინმეს რაიმე დარღვევა აქვს, თავს არავის დავუხრით და დარღვევებზე თვალს არ დავხუჭავთ. თუ ამ კომპანიას ჰქონდა დარღვევები, რა თქმა უნდა, ის იქნებოდა დისკვალიფიცირებული და ვერ გაიმარჯვებდა. ასე რომ, მინდა ამაში დაგარწმუნთ, რომ იყავით წყნარად, ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ რაიმე არაკეთილსინდისიერად გააკეთოს”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტი თურქეთიც არის და რუსეთიც – ირმა ინაშვილი
შემდეგი სტატიაერთი ადამიანი დიდ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის გარემოს, ძირკვავს ხეებს და ქვეყნის მასშტაბით დაარბენინებს – ბოკუჩავა