იყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

ავარიას ბათუმში ახალაგზრდა მამაკაცი შეეწირა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა.

თვითმხილველების ინფორმაციით, 37 წლის კაცს მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზის საპირისპირო მხარეს გადასვლას ცდილობდა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი მოტეხილობით და ტრავმული შოკით გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„ჰქონდა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი მრავლობითი დაზიანება, განვითარდა სისხლდენა და პაციენტის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა,“ – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვლმა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება, იმის გამო, რომ არ სჯის მსგავს ინციდენტებში მხილებულ პირებს, კიდევ უფრო ახალისებს დანაშაულს – კახიძე
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი – საარჩევნო კამპანიის პროცესში ვართ, რაც ხაზს უსვამს, რომ დავით გარეჯის საქმეზე უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი გამოძიება