იყალთოს მონასტრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

იყალთოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.

უწყების ინფორმაციით, პროექტი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან საინფორმაციო ცენტრების, სუვენირების მაღაზის, სველი წერტილების, ობიექტებამდე მისასვლელი გზისა და ავტოსადგომების მოწყობასმოწყობას ითვალისწინებს.

პარალელურად, სარეაბილიტაციო სამუშაოები, ძველი და ახალი შუამთის მონასტრებთანაც მიმდინარეობს და მათი საერთო ღირებულება 2 182 000 ლარია.

პროექტის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებასა და საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში წვლილის შეტანაა.

სამუშაოებზე 60-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა. სამუშაოები 2015 წელს დაიწყო მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მეორადი მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის მუხლი გააუქმა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : თუკი ვინმეა დაინტერესებული, რომ საქართველოში მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს, ეს არის ხელისუფლება