IKEA-მ მოზარდებს სთხოვა მის მაღაზიებში ღამეების გათენება შეწყვიტონ

IKEA -ს ქსელის ხელმძღვანელობამ მოზარდებს სთხოვა, მის მაღაზიებში ღამეების გათენება შეწყვიტონ -წერს “ბიბისი ნიუსი”.

კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკანასკნელ პერიოდში პოლონეთში, ბელგიაში, იაპონიაში, აშშ-ში, ავსტრალიასა და კანადაში ათობით ახალგაზრდა დააკავეს, რომლებიც IKEA-ში ათენებენ ღამეს, შემდეგ კი ვიდეოებს იღებენ და სოციალურ ქსელში ანთავსებენ.
ხელმძღვანელობის თქმით, მსგავსი ვიდეოების მოდა მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც აგვისტოში ბელგიელი ფროლიან ვან ხეკი და მისი მეგობარი გოგო ადგილობრივ “იკეაში” კარადაში დაიმალნენ, როცა მაღაზია დაიკეთა, ღამე შოუ რუმში გაათენეს.
მათმა ვიდეომ ორ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, ამასთანავე, ბევრ ქვეყანაში გაუჩნდნენ მიმბაძველები. “მოხარულები ვართ, რომ ახალგაზრდებს IKEA-ს მიმართ ასეთი ინტერესი აქვთ, მაგრამ ჩვენი კოლეგებისა და კლიენტების უსაფრთხოება ჩვენთვის პირველხარისხოვანია, ასე, რომ ჩვენ ვერავის დავრთავთ უფლებას ღამე ჩვენს მაღაზიებში გაათენონ” – ავეჯის ქსელის ბრიტანელმა დირექტორმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიორი იღუმენია წმინდანად შეირაცხა
შემდეგი სტატიალარი მცირედით გამყარდა