“იიი, ვახშამზე იყავით” რაღა უბედურებაა? ვიყავი, დიახ!

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება მათ, ვინც შარლ მიშელის საპატივცემულოდ გამართულ ვახშამზე ოპოზიციის მისვლით უკმაყოფილოა.

სამადაშვილი განმარტავს, რომ ვახშამზე გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხებზე იმსჯელეს და კონკრეტული გეგმით გამოვიდნენ.

“იიი, ვახშამზე იყავით” რაღა უბედურებაა? ვიყავი, დიახ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სამუშაო ვახშამზე, გამოვედი რურუას გათავისუფლების თარიღით და მელიას გათავისუფლების გეგმით, მიშელის თანდასწრებით შეთანხმებულის. მერე?,”- წერს სამადაშვილი Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი რურუას პრეზიდენტი 27 აპრილს შეიწყალებს
შემდეგი სტატიარუსეთმა ორბიტული სადგურის მშენებლობა დაიწყო