2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა

Close-up of the blue and red lights on top of a police vehicle

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.
პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს სავარაუდოდ წინ უძღოდა, მის თანმხლებ პირთან, ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო”-წერს შსს გავრცელებულ განცხადებაში

banner
წინა სტატიაშინიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ხვალ, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი გამოიკითხება – მიგინეიშვილი
შემდეგი სტატიაბენიამინ ნეთანიაჰუ: თუ ირანი თავს დაგვესხმება, მათ ისეთი პასუხი მოჰყვება, რომლის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ