იგორ სტრელკოვი (გირკინი) დააკავეს

მოსკოვში სამართალდამცავებმა დონეცკის სეპარატისტთა ერთ-ერთი ლიდერი იგორ სტრელკოვი (გირკინი) დააკავეს. ამის შესახებ “РБК” წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. დაკავების შესახებ ინფორმაცია სტრელკოვის ადვოკატმაც დაადასტურა.

მიროსლავა რეგინსკაიას თქმით, მათ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

„ჩემი ქმარი იარაღის ქვეშ გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს“, – წერს იგი.

banner
წინა სტატიაშიივანე ბურდული: დღეს პირველი რეისი წყოუში-ფახულანი-ლია-ეწერი-წალენჯიხა განხორციელდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – მივესალმები „გამარჯვების პლატფორმის“ შექმნას, ვაფასებ ვაშაძის როლს, როგორც დადებითს ქართულ პოლიტიკაში და უკიდურესად სასარგებლოს ახალ გაერთიანებაში