იგორ ნარმანიას განცხადებით – „ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ამაღელვებელი და საამაყოა თქვენს წინაშე წარდგომა, რადგან თქვენ იცით, რომ ეს არის ჩემი ოდაბადე, აქ დავიბადე და გავიზარდე. სამეგრელო ობიექტურად ყოველთვის იდგა, დგას და იდგება ისტორიის სწორ მხარეს. სამეგრელო ყოველთვის იდგა პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მხარეს. სამეგრელო იდგა და დგას მიხეილ სააკაშვილის ერთგულად და მე მინდა მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამ პრეზიდენტს მივესალმოთ აქედან.
ძალიან ბევრს დავდივართ და ძალიან ვწუხვარ, რომ მთელ საქართველოში არის ეს პრობლემა, განსაკუთრებით სამეგრელოში ძალიან ბევრ ჩემს თანატოლს, ჩემი თანატოლის მშობლებს უწევთ ემიგრაციაში წასვლა. მაშინ, როდესაც აქ უნდა აშენებულიყო ახალი ქალაქი ლაზიკა, ანაკლიის პორტი, რომელიც იქნებოდა მშვიდობის, თავისუფლების და ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოყვანის მთავარი გარანტი, მაგრამ დღეს ივანიშვილმა მხოლოდ და მხოლოდ სიდუხჭირე შემოგვთავაზა სამეგრელოს. მას განსაკუთრებულად სძულს მეგრელები, განსაკუთრებულად სძულს თავისუფლების მოყვარე ადამიანები, რადგან ის ვერ იტანს თავისუფალ ადამიანებს.
ახლა მინდა გითხრათ, რომ საქართველოს, სამეგრელოს არცერთი ქალაქი არ მოიხდის ბოდიშს ოკუპანტების წინაშე.“ – განაცხადა იგორ ნარმანიამ
მე ახლა მინდა წაგიკითხოთ მიხეილ სააკაშვილის წერილი, რომელიც გამოგიგზავნათ თქვენ – „ჩემო უსაყვარლესო ზუგდიდელებო და ზოგადად ჩემო მშობლიური მეგრელებო. ლაზიკის პორტის და ქალაქის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო ათი წლის წინ და ახალა ზუგდიდი ლაზიკასთან ერთად იქნებოდა ერთი დიდი აგლომერაცია და თბილისის შემდეგ სიდიდით რიგით მეორე ქალაქი იქნებოდა საქართველოში, ყველაზე მაღალი ხელფასებით კავკასიაში. ივანიშვილმა, რომელმაც განსაკუთრებით ეზიზღება საქართველო და ხაზგასმით ვერ იტანს საქართველოს, თავისუფლების მოყვარე და სულისკვეთების გამო, გააჩერა ლაზიკის პროექტი, შეაჩერა ფოთი-ლაზიკის მშენებარე აეროპორტი, მოკლა ანაკლია და განმუხური. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და 26 ოქტომბერს და როგორც ყოველთვის ჩვენი გამარჯვება დაიწყება სამეგრელოდან, სადაც პირველად დავადგი ფეხი საქართველოში დაბრუნების შემდეგ და სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა გამოკითხვით დამაჯერებლად ლიდერობს. ჩვენ დავიბრუნეთ აჭარა, გავანეიტრალეთ სეპარატიზმი ჯავახეთში და აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთსაც.“