იგორ ნარმანია: ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ემიგრაციაში წასული ძალიან ბევრი ჩვენი თანატოლი 26 ოქტომბრის შემდეგ დავაბრუნოთ და მიხეილ სააკაშვილთან, ახალ გუნდთან ერთად, ავაშენოთ ახალი ბათუმი, ახალი აჭარა, ახალი საქართველო

 

ბათუმში, საკრუიზო პორტ “როიალ კარიბიანის” პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე იგორ ნარმანიამ განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ უამრავი სასარგებლო პროექტი შეაჩერა. იგორ ნარმანიას თქმით: “როდესაც ჩამოვდივართ ბათუმში, ჩვენ ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის, ლევან ვარშალომიძისა და ნაციონალური მოძრაობის გუნდის ერთიანი ძალისხმევის შედეგებს, რომლებიც 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა შეაჩერა. შეაჩერა უამრავი პროექტი, მათ შორის, “როიალ კარიბიანი”, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სადაც უნდა ესწავლათ სტუდენტებს. და დღეს ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ემიგრაციაში წასული ძალიან ბევრი ჩვენი თანატოლი, რომლებსაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, განათლების მისაღებად ემიგრაციაში მოუწიათ წასვლა, 26 ოქტომბრის შემდეგ, ერთიანი ძალისხმევით, დავაბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში და ერთად ავაშენოთ ახალი ბათუმი, ახალი აჭარა – ახალ გუნდთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ლევან ვარშალომიძესთან ერთად”, – განაცხადა ,,ერთიანობა”-,,ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ იგორ ნარმანიამ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიყირიმის დეოკუპაციისა და ქერჩის ხიდის დანგრევის გეგმა შემუშავებულია – ანდრეი იუსოვი
შემდეგი სტატიაირაკლი ფავლენიშვილი: ბიძინა ივანიშვილმა ყველა მნიშვნელოვანი პროექტი გააჩერა, ბათუმი ქაოსური მშენებლობებისა და კორუფციის ქალაქად, ჭაობადაა ქცეული