იგორ ნარმანია: ჩვენ არ გვყავს ნორმალური და დემოკრატიული სახელმწიფო, ჩვენ გვყავს ოლიგარქიული რეჟიმი

“მაშინ, როდესაც ქვეყანას ჰყავს 70 ათასზე მეტი სტატუსშეჩერებული სტუდენტი, როდესაც ჩვენს თანატოლებს არაადამიანურ პირობებში უწევთ ღამეების თენება იმისთვის, რომ სწავლის გადასახადი გადაიხადონ და თავი ირჩინონ, ამ დროს ღარიბაშვილი და მისი თავგასული ოჯახი ხალხის ფულით მიდის ჯეტით უნივერსიტეტში. ეს არის მართლა სიქაჯე და სულმდაბლური საქციელი.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა მდივანმა, იგორ ნარმანიამ.

დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა იგორ ნარმანიამ, ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია – პერფორმანსი გამართეს;

“მაშინ, როდესაც ქვეყანას ჰყავს 70 ათასზე მეტი სტატუსშეჩერებული სტუდენტი. მაშინ, როდესაც ჩვენს თანატოლებს, არაადამიანურ პირობებში უწევთ ღამეების თენება იმისთვის, რომ სწავლის გადასახადი გადაიხადონ და თავი ირჩინონ, ამ დროს ღარიბაშვილი და მისი თავგასული ოჯახი ხალხის ფულით მიდის ჯეტით უნივერსიტეტში. ეს არის მართლა სულმდაბლური და ქაჯური ქმედება, რომელიც გამოხატავს ღარიბაშვილის პიროვნებას, ეს არის არამარტო სულმდაბლური ქმედება, არამედ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ცხადყოფს იმას, რომ „რუსული ოცნება“ უკვე დიდი ხანია ქართულ ოჯახებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებს ძარცვავს და იყენებს პირადი კეთილდღეობისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ამ ყოველივეზე არ დაიწყება გამოძიება, ამიტომ მოვუწოდებ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, პირველ კურსელებს, რომლებმაც ახლა შემოაბიჯეს სტუდენტურ ცხოვრებაში – არ დაუშვან ფეოდალური, ბატონყმური მმართველობის გაგრძელება საქართველოში და დადგნენ ჩვენს გვერდით, რადგან არ შეიძლება ჩვენს მშობლებს ემიგრაციაში არაადამიანურ პირობებში უწევდეთ შრომა იმისთვის, რომ გაძვირებული ბინის ქირა გადაიხადონ, ჩვენი სწავლის გადასახადი გადაიხადონ და აქ ღარიბაშვილის შვილი საკუთარი ჯეტით დადიოდეს. ასევე, მინდა ვისარგებლო შემხვევით და მივმართო ღარიბაშვილის შვილს, რომელიც არ არის პატარა ბიჭი და ჩვენი თანატოლია, მას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის კარგი საქციელი, მას უნდა ესმოდეს, რომ მისი მამის საქციელი არის სულმდაბლური და როდესაც მის შემოგარენში მისი თანატოლები წვალობენ, შრომობენ იმისთვის, რომ თავი გაიტანონ, თავი ირჩინონ და თვითონ ჯეტით დადის, ესეც სულმდაბლური საქციელია, ამიტომ მოვუწოდებ მასაც სიფხიზლისკენ, რადგან ღარიბაშვილის შვილია არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გააკრიტიკოს მამამისი.“ – განაცხადა იგორ ნარმანიამ

„ჩვენ შაბათის ეთერში ვნახეთ, რომ საქართველოს არა მხოლოდ ოლიგარქის ხელის ბიჭი ჰყავს, არამედ კორუფციონერი, ხალხის ფულით გამდიდრებული პრემიერ მინისტრი ღარიბაშვილი. ეს არ არის პირველი სკანდალი, რომელშიც გაეხვა პრემიერი, მაგალითად მეუღლისთვის ნაჩუქარი ტყე, არაერთი ძვირადღირებული საათი, რომელიც ვითომ თავისი სახსრებით შეიძინა, გვახსოვს პენსიონერი მშობლების მიერ ნაჩუქარი არაერთ გზის ასობით ათასი ლარი და ეს არასრული ჩამონათვალია იმ საეჭვო კორუფციული ფაქტებისა, რომლებშიც გახვეულია პრემიერი ღარიბაშვილი. ნორმალურ სახელმწიფოში დღეს უკვე გამოძიება უნდა იყოს დაწყებული ღარიბაშვილის წინააღმდეგ ამ საკითხებზე, მაგრამ ჩვენ არ გვყავს ნორმალური და დემოკრატიული სახელმწიფო, ჩვენ გვყავს ოლიგარქიული რეჟიმი, რომლის ერთ-ერთი ჭანჭიკი არის ღარიბაშვილი და ერთხელ და სამუდამოდ მსგავსი ჭანჭიკები ოლიგარქიულ სისტემასთან ერთად უნდა მოვიშოროთ 2024 წელს არჩევნების გზით.“ – განაცხადა ტიტე გედენიძემ.

„დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან შევიკრიბეთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, რადგან პირველ რიგში საზოგადოებას მივმართოთ და საზოგადოებას ვუთხრათ ის, რომ მათი უიმედობის და უპერსპექტივობის განცდის მიღმა დგანან სწორედ ეს ადამიანები, დგას ირაკლი ღარიბაშვილი, ადამიანი, რომელსაც უბრალოდ ჩემი, თქვენი ბედი უბრალოდ მაჯაზე ჰკიდია – ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ქმედებები და ის განცხადებები, რომლებიც კეთდება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან, ეს არის სრული უტიფრობა, უტიფრები არიან ეს ადამიანები და მათ რეალურად სურთ, რომ ჩვენ წავიდეთ რუსეთში, ჩემი თანატოლები, თითოეული ჩვენგანი წავიდეთ რუსეთში და გავხდეთ რუსეთის გუბერნიის ნაწილი, მაგრამ ვხედავთ, რომ ამის პარალელურად საკუთარი შვილებისთვის ემეტებათ დასცვეთია , დასავლური და ამერიკული მომავალი, ხოლო ჩემთვის, თქვენთვის და უამრავი ჩემი თანატოლისთვის, რომლებიც უსახსრობის გამო არჩევანს აკეთებს ისწავლოს თუ იმუშაოს, ემეტება მხოლოდ რუსეთი, კორუფციული სახელმწიფო, ჩამყაყებული სისტემა, რომელიც უკვე წლების მანძილზე მათ აქციეს ნორმად, ამის გამო ვართ აქ შეკრებილები.. საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ახალგაზრდები გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწიოს აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.“ – განაცხადა გიორგი კუპატაძემ.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი – პრეზიდენტის იმპიჩმენტი სასაცილო და მოგონილი თემაა, „ნაციონალური მოძრაობა“ ბინძურ თამაშებში ჩართვას არ აპირებს, ეს თემა არ გვაინტერესებს
შემდეგი სტატიადარჩიაშვილი: იმპიჩმენტი ერთადერთი გზაა, კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება მოახდინო