„20 ოქტომბერს, ისტორიულ დღეს უნდა გვქონდეს ისტორიული შეკრება ხუთ ლოკაციაზე. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ვიკრიბებით გმირთა მოედანზე, რათა კიდევ ერთხელ გავაგონოთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს ჩვენი ხმა.“- განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ
„20 ოქტომბერს, ისტორიულ დღეს უნდა გვქონდეს ისტორიული შეკრება ხუთ ლოკაციაზე. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ვიკრიბებით გმირთა მოედანზე, რათა კიდევ ერთხელ გავაგონოთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს ჩვენი ხმა, რომ არცერთი ჩვენგანი არ აპირებს ბოდიშის მოხდას და თითოეული ჩვენგანი მზად არის 26 ოქტომბრის გამარჯვებისთვის, რათა განახლდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რადგან ამ ქვეყანას ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობა და ვერავინ ვეღარასდროს მოგვაქციოს რუსულ მარწუხებში. ძალა ერთობაშია!“ – განაცხადა იგორ ნარმანიამ
“საქართველო ირჩევს ევროკავშირს!” – ხვალ, 20 ოქტომბერს, დედაქალაქში 4 სხვადასხვა ადგილიდან თავისუფლების მოედნამდე საყოველთაო მარში გაიმართება. მარში სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით იმართება, მასშტაბურ მანიფესტაციას პროდასავლური ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან.
მარში 17:00 საათზე მარჯანიშვილის მოედნიდან, გმირთა მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან, 300 არაგველის ობელისკიდან (ორთაჭალა) და ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთიდან (მთაწმინდა) დაიწყება. 19:00 საათზე კი ყველა კოლონა თავისუფლების მოედანზე შეიკრიბება.