იგორ კვესელავა : “სააკაშვილს არ აქვს პოლიტიკური რესურსი, რომ რევოლუცია მოაწყოს”

“ნაციონალურმა მოძრაობამ კარგად იცის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, ამიტომ იგი ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად ემზადება” – ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბრისას ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.

„ნაცმოძრაობამ ძალიან კარგად იცის, რომ მისი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს. ამიტომ ახლა სხედან შტაბში და ემზადებიან, თუ როგორ შექმნან დაძაბული სიტუაცია 28 ოქტომბრამდე. 28 ოქტომბრის შემდეგ კი არჩევნების გაყალბების საბაბით ქვეყნის მასშტაბით დაიწყონ გამოსვლები და ქაოსური სიტუაცია შექმნან. ამ გეგმის ავტორიც ყველამ იცის. მიხეილ სააკაშვილს არ აქვს იმის პოლიტიკური რესურსი, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოაწყოს. რევოლუცია მხარდაჭერილი არ იქნება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. შეიძლება სადღაც 20-30-კაციანი გამოსვლები იყოს, რაც საარჩევნო პროცესისთვის დამახასიათებელია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, „ნაცმოძრაობა“ ვერ შეძლებს, ქვეყნის მასშტაბით შექმნას ქაოსი, ამას არც ხელისუფლება დაუშვებს“ – აცხადებს იგორ კვესელავა .

banner
წინა სტატიაშივისაც აქვს საშუალება და როგორი საშუალებაც აქვს, აჩვენოს ტელეარხის დირექტორს, რომ არავის არ ეშინია დღეს, დამაფინანსოს – ზურაბიშვილი გვარამიას პასუხობს
შემდეგი სტატიაიგორ კვესელავა : “ნაციონალურმა მოძრაობამ კარგად იცის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, ამიტომ იგი ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად ემზადება”