იგორ კვესელავა: „გახარიას ადგილზე არც მე გადავდგებოდი, მან ბოლომდე უნდა მიიყვანოს ეს საქმე”

20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ფაქტს, პოლიტოლოგი იგორ კვესელავა გაზეთ “რეზონანსთან” მიცემულ ინტერვიუში აფასებს და ამბობს, რომ გახარიას ადგილზე არც ის გადავდგებოდი და მან ბოლომდე უნდა მიიყვანოს ეს საქმე.

აქციის დაშლაზე საუბრისას იგორ კვესელავა აცხადებს, რომ სახელმწიფო მოიქცა ისე, როგორც ამას მოითხოვს კანონი, დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ქვეყნის უსაფრთხოება. მისი თქმით, საქართველოში აქამდე ორჯერ იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და მისი თავიდან აცილება ვერც გამსახურდიამ შეძლო და ვერც შევარდნაძემ, მ/წ 20 ივნისს იყო მესამე შემთხვევა და ხელისუფლებამ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედა. რაც შეეხება ძალის გადამეტებას, ამას გამოძიება დაადგენს და დასასჯელი დაისჯება, – აცხადებს კვესელავა:

„გახარიას ადგილზე არც მე გადავდგებოდი, მან ბოლომდე უნდა მიიყვანოს ეს საქმე. თავადაც განაცხადა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ ვირიდებ, ოღონდ დაველოდოთ გამოძიებასო. გახარია საკმაოდ გონიერი მინისტრია, მან ძალიან მოთმინებით წაიყვანა მედიასთან შეხვედრა. სამწუხაროდ, ჟურნალისტთა ნაწილმა ბევრი იარლიყი მიაკერა, ჯალათი და რა არ უწოდეს“.

banner
წინა სტატიაშიპატიმრობა თუ გირაო – ნიკა მელიას საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა
შემდეგი სტატიანიკა მელიას საქმე – სააპელაციო სასამართლომ გირაო ძალაში დატოვა