რუსეთის სამხედრო დაზვერვის, ГРУ-ს მეთაური ადმირალი იგორ კოსტიუკოვი 15 მაისს სტამბოლს ეწვევა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობის ფარგლებში , — ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რამდენიმე „საინტერესო“ ფაქტი იგორ კოსტიუკოვის შესახებ:
აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების სანქციების ქვეშ იმყოფება, მისი სავარაუდო მონაწილეობისა და ხელმძღვანელობის გამო რიგ ხმაურიან მოვლენებთან. დიდი ალბათობით, იგი ჩართული იყო 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საქმეში.მისი სახელი უკავშირდება სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლას სოლსბერიში 2018 წელს. კოსტიუკოვი ეჭვმიტანილია 2015 წელს გერმანიის ბუნდესტაგზე განხორციელებული კიბერშეტევების კოორდინაციაში. სავარაუდოდ ის ჩართული იყო 2016 წელს ჩერნოგორიაში გადატრიალების მცდელობაში. გარდა ამისა, მას უკავშირებენ ყირიმის ანექსიის დაგეგმვასა და დონბასში 2014 წლის ომის ესკალაციას.