იგორ კოლომოისკი უკრაინაში ბრუნდება

ისრაელში მცხოვრები უკრაინელი ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი აცხადებს, რომ უკრაინის არჩეულ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის რჩევებს აძლევდა და მზადაა, ეს მომავალშიც გააკეთოს. ამის შესახებ განცხადება კოლომოისკიმ რუსულ ტელეკომპანია „ენტევე“-სთან ინტერვიუში გააკეთა.

რუსულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში უკრაინელმა ბიზნესმენმა თქვა, რომ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, ის უკრაინაში დაბრუნდება.

იგორ კოლომოისკი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია უკრაინაში. ევრომაიდანის სახელით ცნობილი მოვლენების შემდეგ ის დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი იყო. როგორც ცნობილია, სწორედ კოლომოისკი აფინანსებდა მოხალისეთა სამხედრო დანაყოფებს, რომლებიც დონბასში იბრძოდნენ.

მოგვიანებით, უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა კოლომოისკი გუბერნატორის პოსტიდან მოხსნა, ხოლო ბიზნესმენის კუთვნილი „პრივატბანკის“ ნაციონალიზაცია მოახდინა. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, კიევის სასამართლომ პოროშენკოს ეს გადაწყვეტილება გააუქმა.​

banner
წინა სტატიაშიბრაზილიელმა ფოტოგრაფმა ოც წელიწადში ორი მილიონი ხე დარგო
შემდეგი სტატიაესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია