იგორ გიორგაძეც ამტკიცებს, რომ რუსული კანონის რუსული არ არის

საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძეც ამტკიცებს, რომ რუსულ კანონს რუსეთთან საერთო არაფერი აქვს. გიორგაძე ირწმუნება, რომ კანონი ანტიდემოკრატიული არ არის და მხოლოდ დასავლეთიდან დაფინანსებული ენჯეოების გამჭვირვალობას ემსახურება. მისი მტკიცებით, აშშ-ს არ სურს, რომ ეს ფული ლეგალური იყოს და ამიტომ “კლიშეებს” იგონებენ.

საქართველოში არ არის არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება ან ჩინეთიდან, ან რუსეთიდან, ინდოეთიდან ან ემირატებიდან. ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არის. ეს მხოლოდ დასავლეთის და დასავლეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება.

ხელისუფლება ამბობს, იყვნენ ისინი [NGO-ები] გამჭვირვალეები, რომ ჩვენ ვიცოდეთ, ვის ვებრძვით. მათ უკან ხომ დასავლური ფული დგას. რა თქმა უნდა, ამერიკელებს არ სურთ, რომ ეს ლეგალური იყოს და იგონებენ ასე ვთქვათ კლიშეებს, რომ ეს რუსული პროექტი, რუსული კანონია და ა.შ. არაფერი საერთო ამ კანონს ამასთან არ აქვს. რაც მთავარია, კანონის ვერცერთმა მოწინააღმდეგემ ვერ დააკონკრეტა ერთი პუნქტი ამ კანონში, თუ რა არის ანტიდემოკრატიული. ვერცერთმა – ვერც სახელმწიფო დეპარტამენტმა, ვერც ევროკავშირმა, ვერც ევროპარლამენტმა, – ამბობს იგორ გიორგაძე SputnikGeorgia-სთან.

banner
წინა სტატიაშითამარ ბელქანია მოსახლეობას აფრთხილებს
შემდეგი სტატიაესპანეთში დააკავეს ქართველი, რომელიც 2020 წელს მომხდარი მკვლელობის გამო იძებნებოდა | მედია