იგოეთთან ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავებულია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.არსებული ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში მყოფი 3 მგზავრი ადგილზე დაიღუპა, მძღოლი და ერთი პირი , მსუბუქად დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს ,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს , რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ამ დროისთვის ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა სახელდება.

banner
წინა სტატიაში“კაცი, რომელიც თავად არის ეჭვმიტანილი ყაჩაღობაში” – ხაბეიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და უმაღლესმა საბჭომ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო