იღუმენია თამარ გამყრელიძე – სადაც იქნება მეუფე პეტრე, იქ ვიქნები მეც

წმ. ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე აცხადებს, რომ ჭყონდიდის ეპარქიას ტოვებს.

როგორც თამარ გამყრელიძე აცხადებს, აპირებს, წმ. ნინოს მონასტერში ჩასვლას, სადაც საკუთარ გადაწყვეტილებას იქ მყოფ დედებს გააცნობს.

„ნამდვილად ვტოვებ ეპარქიას. გუშინაც განვაცხადე, შეუთავსებლად ვთვლი, რომ ამ ყველაფრის შემდეგ მე აქ ვიცხოვრო და ვიღვაწო. ამ ყველაფრის შემდეგ მონასტერში ჩავალ, დაველაპარაკები დედებს, ყველას თავისუფალი არჩევანი აქვს და ყველა გადაწყვეტს ვინ დარჩება და ვინ წავა, ეს მათი არჩევანია. პირადად მე, მივიჩნევ, რომ წმინდა ნინოს მონასტერი არ უნდა დაცარიელდეს. მე ასე ვთვლი, როგორც მონაზონი და ვინც ამ ჯვარს იტვირთებს და დარჩება, მე გამეხარდება. მე პირადად აქ არ დავრჩები. სადაც იქნება მეუფე პეტრე, იქ ვიქნები მეც“, – განაცხადა თამარ გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა მეუფე იაკობთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა” – ნინო ბურჯანაძე სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე