იღუმენი დანიელი სტეფანეზე – “უპროგნოზო” კაცია, არ ვიცი, დღეს რას გადაწყვეტს

მარტვილში, სოფელ თამაკონში, ლაზარეს სახელობის ეკლესიაში მეუფე სტეფანესთან ერთად მის მიერ განკვეთილი მამაოებიც იმყოფებიან.

“მე საშიშროებად მიმაჩნია, მთელი საქართველოს მოსახლეობის აქ ჩამოყვანა. შეკითხვა მაქვს მეუფე სტეფანესთან, რატომ არ მიმართა ეპარქიის მრევლს, რატომ მიმართა საქართველოს მოსახლეობას, მას ჯერ უნდა მიმემართა სოფლის მოსახლეობისთვის, შემდეგ ეპარქიის მოსახლეობისთვის, რომ მოდით წირვაზე და პრობლემა მოვაგვაროთ.
მეუფე სტეფანე უპროგნოზო კაცია, არ ვიცი, დღეს რა გადაწყვეტილებას მიიღებს.”- აცხადებს იღუმენი დანიელი.

მეუფე სტეფანეს მრევლმა პროვოკაციის მოწყობაში ჟურნალისტებს დასდო ბრალი.

ადგილზე “თაიმერის” კორესპონდენტი, აკო ქიქავა მუშაობს.

https://youtu.be/KrVi-uLviZM

banner
წინა სტატიაშიქვემო ალვანში სასურსათო მაღაზია გაქურდეს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დროისთვის 36 056 ადამიანს ჩაუტარდა